გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ნასარიძე: გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელი ადამიანების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

26-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, შიდა ქართლის რეგიონში,USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის” ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, შიდა ქართლში დაფინანსებული საგრანტო პროექტების წარდგენა გაიმართა.


თენგიზ ნასარიძემ USAID-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამა” ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელი ადამიანების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, აგრძელებენ ამ სოფლებში საქმიანობას და ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანიაამ კუთხით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. საქართველოს მთავრობისთვის სოფლის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს ძლიერი სოფლის განვითარებას. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათიანი პირობებია გათვალისწინებული“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.


მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზეც ისაუბრა.


როგორც USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ აღნიშნა, პროგრამა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას უწყობს ხელს.


„ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო 30 წელზე მეტია თანამშრომლობენ, ჩვენ საქართველოში ძლიერი დემოკრატიისა და ეკონომიკის შექმნას ვუწყობთ ხელს. მხარს ვუჭერთ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობას, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროპასთან. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მოსახლეობას, გავაუმჯობესოთ მათი პირობები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ 20% ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებულია და განსაკუთრებით ამ მოქალაქეებს ვუწყობთ ხელს, ვინც პირადად დაზარალდა რუსეთის უკანონო ოკუპაციისგან“, – განაცხადა ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.


USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ასევე, პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერები და კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის” განხორციელება 2022 წლის ივლისში დაიწყო და მისი მიზანია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე თემების გაძლიერება, რაც მათ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930