„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
26-10-2023
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- სამტრედიის ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;
- ხონის ორგანიზაციას - ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;
- წყალტუბოს ორგანიზაციას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე. 26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება.