26-10-2023
თბილისი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.
„ბატონო პრემიერ მინისტრო, მოგესალმებით ძვირფასო ფორუმის მონაწილეებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ქართველ მეგობრებს და ძირითადად მე მინდა მადლობა გადავუხადო პატივცემულ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩნეს ჩემ მიმართ და ასევე კიდევ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის მიმართ.
მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვიმყოფებით საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გვიხარია ამ ყველაფრის დანახვა.
ამავდროულად, მე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მადლობა რომ მომიწვიეთ, რომ მონაწილეობა მიმეღო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. უკვე რამდენიმე წელია ეს ფორუმი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა იმისათვის, რომ განხილულ იქნას რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის დღის წესრიგები და საკითხები.
ძვირფასო თანამონაწილეებო, ისტორიულად, აზერბაიჯანი და საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობენ და აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ორივე ქვეყანა მნიშნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური განვითარებაში და ასევე კიდევ კულტურული ურთიერთ მიმოცვლის გაძლიერებაში ევროპასა და აზიას შორის. ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და რა თქმა უნდა ისევ აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას.
პირველი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი, ბატონი ჰეიდარ ალიევი და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაზე და მაშინ საქართველოს პრეზიდენტი იყო ბატონი ედუარდ შევარდნაძე. აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია გაიმართა 1998 წელს ბაქოში, სადაც ჩემი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ და ასევე 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 35 ქვეყანაც ასევე მონაწილეობდა ამ კონფერენციაში.
ამ კონფერენციის შედეგად განხილული იქნა მრავალმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა ძირითადად ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებას, ევროკავშირის ტრასეკას პროგრამის საფუძველზე. ტრასეკას პროგრამამ მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაში წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორის არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა და ასევე უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი.
შორსმჭვრეტელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო კვანძად გადაქცევისკენ, ასევე კვლავ გრძელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის მიერ.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყო. ამ რეგიონულ პროექტებს შორის შეიძლება დავასახელოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რასაც შედის TANAP და TAP და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი.
ინვესტიციების შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა, კონკრეტულად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ ათასობით კილომეტრის გზა გავიყვანეთ და რკინიგზაც. ასევე ავამოქმედეთ საერთაშორისო აეროპორტები და გავზარდეთ სამოქალაქო, საზღვაო და საჰაერო ავტოპარკი და ფლოტები, ასევე შევქმენით ეკონომიკური ზონაც ალატაში.
რა თქმა უნდა ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდა რომ ქვეყანას დაეკმაყოფილებინა მზარდი მოთხოვნები შუა დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებაზე. და გარდა ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან სხვა სფეროებშიც, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მსგავსი საჭიროებები და ჩვენც უკვე ვხედავთ ამგვარი თანამშრომლობის შედეგებს", - განაცხადა ალი ასადოვმა.
16-11-2024
16-11-2024