კომპანია სს „სვანეთი ჰიდროში“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამას ეხმაურებიან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროგრამის საშუალებით კომპანიისთვის გათვალისწინებული პროცედურები ბევრად მოქნილი გახდა.
„კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროგრამში ჩართულია. ახალი სისტემის საშუალებით კომპანიისთვის გათვალისწინებული პროცედურები გახდა ბევრად მოქნილი - სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურ რეჟიმში აბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. აღნიშნული რეჟიმის დახმარებით კომპანიას უმარტივდება ფულადი სახსრების მართვა და შესაბამისად საჭირო ინვესტიციები უფრო დროულად და ეფექტურად ხორციელდება“- აცხადებენ კომპანიაში.