გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი: ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“

7-09-2018

ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის, სერგეი სტანიშევის განცხადებით, მათი პარტია, რომელიც აერთიანებს ევროკავშირში შემავალ ყველა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს „ქართულ ოცნებასთან“.
მისივე თქმით, ევროკავშირი, როგორც ყოველთვის, ძალიან დაკვირვებით ადევნებს თვალს საქართველოს.

„ევროპული სოციალისტების პარტიას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირში შემავალ ყველა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს „ქართულ ოცნებასთან“, რადგან ისინი შემოუერთდნენ ჩვენს ოჯახს 2 წლის წინ. ეს კარგია, რადგან დემოკრატია არის განვითარების, პერმანენტული პროცესი და ეს პროცესი არასდროს არის სრულყოფილი. თუმცა დაფიქრდით საიდან დაიწყეთ - ძალიან ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, რომელიც სააკაშვილმა დაამყარა - რეალური კანონიერი მმართველობის გარეშე, ძალაუფლების კონტროლისა და ბალანსის გარეშე. ვფიქრობ, თუ გულწრფელად დაფიქრდებით და დაუსვამთ კითხვას საკუთარ თავს - უფრო თავისუფალ გარემოში და უფრო თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობთ თუ არა დღეს, დარწმუნებით ვფიქრობ, რომ პასუხი იქნება „დიახ“. და ეს არის „ქართული ოცნების“ პარტიის და მთავრობის მიღწევა. ევროკავშირი კი როგორც ყოველთვის ძალიან დაკვირვებით ადევნებს თვალს საქართველოს, რეგულარულ ანგარიშებს აქვეყნებს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესზე, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაზე. ვფიქრობ, ის უპირატესობა, რომლითაც ქართველები სარგებლობენ - ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ -სწორედ ამ პროგრესით არის გამოწვეული, რომელიც რეალურია. ეს მიღწევა კი როგორც მთავრობისა და მმართველი პარტიის მიღწევაა, ასევე ქართული საზოგადოების მიღწევაა, რადგან ამისგან სარგებელს ყველა ოჯახი და თითოეული ადამიანი იღებს“- განაცხადა სტანიშევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031