გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს ახალ ელექტრონულ სერვისს -,,მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს

30-10-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს, გადასახადის გადამხდელებისთვის ახალი ელექტრონული სერვისების შეთავაზებას და მიწის გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით, ახალ ელექტრონულ სერვისს -  ,,მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს.  სერვისით სარგებლობისას საკმარისია მომხმარებელმა საძიებო სისტემის შესაბამის ველებში  შეიყვანოს ინფორმაცია მიწის ტიპის, მდებარეობის, ფართობის შესახებ და გაააქტიუროს ღილაკი „გამოთვლა“.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული:


https://rs.ge/LandCalculator


აქვე შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია მიმდინარე წლის 1 ნოემბრის ჩათვლით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 15 ნოემბრის ჩათვლით. ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე - 101001000.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

https://bit.ly/3rYddAC

https://bit.ly/3QvR1Hh


ვიდეოინსტრუქცია:


https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს  2 299 299

 

დღეის მონაცემებით, 170 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930