31-10-2023
თიბისიმ ახალი თაობისთვის„კომუნიკაციის სახელოსნო“ - ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებსდაეხმაროს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყობა რეალური სამუშაო გარემო, სადაც მონაწილეები დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას- მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.
კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები იმუშავებ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად -იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.
კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ განათლების კურსდამთავრებულებს ეძლევათ მონაწილეობის შესაძლებლობა.მომდევნო წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.
„კომუნიკაციის სახელოსნოს“ პრეზენტაცია 26 ოქტომბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.