1-11-2023
"თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე დეპუტატ ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ არავის დაცვა არ სჭირდება და პოლიტიკაში მოვიდა სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შეხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დაუხრიდა, უბრალოდ სახეს აახევდა.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა და ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგო.
„ახალი სტრატეგია აქვთ ამათ? ძაან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგეს? აგრესიულმა რიტორიკამ არ გაამართლა და ტაქტიკა შეცვალეს?! თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები, თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული - თუ შენ ეხები, ყველაფერი მოსულა და თუ პასუხი დაგიბრუნეს, დისკრიმინაციაა? კდემა არსად გაგძვრეთ თქვე საცოდავებო…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.