გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

1-11-2023

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


როგორც სტუმარმა აღნიშნა, თურქული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს იმ წარმატებული, ერთობლივი პროექტების შედეგების გამო, რომლებიც სააგენტომ, სამსახურთან თანამშრომლობის მანძილზე განახორციელა; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა,უმით ნაჯი იორულმაზმა, რომელიც სამსახურს, დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში სტუმრობდა, მაღალი შეფასება მისცა სააგენტოსა და სამსახურის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს, რამაც სათაო ოფისს, ანკარაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მოტივაცია მისცა. TIKA-ს მომავალი წლის გეგმაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.


საუბარი შეეხო მობილური კლინიკის პროექტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისთვის; თუბა ოზუთოკმა, მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტის თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ დეტალებს განიხილავს TIKA-ს ხელმძღვანელობასთან ანკარაში და სამსახურს, საქართველოს ვეტერანებისთვის მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს შესთავაზებს. თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს პირობა მისცა, რომ მობილური კლინიკის პროექტს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, 2024 წელს განახორციელებს.


კობა კობალაძემ თუბა უზოთოკს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება. სამსახურის დირექტორმა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პროექტებიც ასეთივე წარმატებული იქნება.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.


ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. "TIKA" თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930