გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

7-09-2018

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.რ. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს, მცხეთის რაიონში, ზ.რ.-მ თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ.ჯ.-ს, რა დროსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. 
სამართალდამცველებმა ზ.რ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მარტს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ზ.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საიდანაც 6 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930