გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე განცხადებას ავრცელებს

1-11-2023

„ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ზოგიერთი „მედიასაშუალების“ მხრიდან აბსურდულმა ბრალდებებმა და ცილისწამებამ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებაშია ნათქვამი. 


„დისკრედიტაციის ამ უსახურ მცდელობებზე რეაგირებისთვის დროს არც დავკარგავდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ, ამ ე.წ. „მედიისგან“ განსხვავებით, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, აუცილებლობად მივიჩნიე, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:


მე და ჩემს ოჯახს წლების განმავლობაში გვქონდა მსხვილი ბიზნესი და საკმაოდ მაღალი შემოსავალი. მოგვიანებით ეს ბიზნესი გავყიდეთ, საიდანაც მივიღეთ დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება. ბიზნესის გარდა, მე ასევე ვსაქმიანობდი არასაჯარო სექტორშიც, საიდანაც ხელფასის სახით მქონდა დამატებითი შემოსავალი და დანაზოგების გაკეთების შესაძლებლობაც.


ეს არის 2005-2017 წლების პერიოდი, როდესაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მქონდა სოლიდური შემოსავალი კერძო ბიზნესიდან და ასევე არასაჯარო სექტორში საქმიანობიდან. კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტო ჩემი ქონების წარმომავლობა, აღვნიშნავ, რომ ჩემმა ოჯახმა გაყიდა 5 ბინა (ჯამურად 282 კვ.მ.) თბილისში და 2 ბინა (ჯამურად 64 კვ.მ.) ბათუმში, აგრეთვე აგარაკი წეროვანში (1200 კვ.მ.), რომლის სანაცვლოდ შევიძინეთ 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ოზურგეთში.

რაც შეეხება კომპანიებს, ჩემი მეუღლე 50 - პროცენტიან წილს ფლობს კომპანიაში „ვიუ ფოინთი“. მან საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში - თანხის ოდენობაა 2,2 მლნ აშშ დოლარი. იგი ასევე ფლობს 50 - პროცენტიან წილს თბილისში მდებარე სასტუმრო „ბეთლემში“. ეს ქონებაც საბანკო კრედიტითაა ნაყიდი - მისი ოდენობა 915,000 ევროა.

სამწუხაროდ, ე.წ. „მედიასაშუალებებმა“ წარმოაჩინეს ისე, თითქოს საჯარო სექტორში დასაქმებისას მივიღე დაუსაბუთებელი შემოსავალი, რაც ასე არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლამდე საჯარო სექტორში არ ვმუშაობდი, არ მქონდა ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ხოლო მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი მაღალი თანამდებობა საჯარო სექტორში, ჩემი და ჩემი ოჯახის ნებისმიერი ქონება თუ შემოსავალი ასახულია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.


კიდევ ერთი ცრუ ბრალდება ჩემს წინააღმდეგ ეხებოდა მიწის ნაკვეთს, რომელიც საჯარო აუქციონის წესით გვქონდა იჯარით აღებული. 2018 წელს მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ და გავაშენეთ მოცვის პლანტაციები. დღეის მდგომარეობით, მოცვი გააშენა, 1234 ბენეფიციარმა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 208 სხვა სახელმწიფო მოიჯარის ნაკვეთის მსგავსად, შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, ნაკვეთის ღირებულება გადავიხადეთ და გადმოგვეცა საკუთრებაში. ამდენად, ნათელია, რომ არც ამ შემთხვევაში მისარგებლია რაიმე პრივილეგიით და ვმოქმედებდი საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - ნათქვამია მიქაუტაძის განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930