გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

2-11-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ორი ერთეული ყაზარმა, აშენდა მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო ბეტონის შიდა გზები. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასადილო შენობის რემონტი.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031