გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება

2-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად კასპში, რუსთაველისა და ლესელიძის ქუჩების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია 7 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს.

 

სამუშაოებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ.

 

პროექტის ფარგლებში ფინანსდება:

 

შიდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობა,

 

შენობის ფასადებისა და სახურავების შეკეთება,

 

სადარბაზოების შესასვლელში პანდუსების მონტაჟი,

სადარბაზოების კარების დამზადება და მონტაჟი,

 

მრავალბინიანი შენობის კაპიტალური გამაგრება და სხვა.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსება გამოიყო, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე მერიამ აღნიშნული თანხა დამატებით 50 0000 ლარით გაზარდა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია მოსახლეობის ჩართულობით, ხელი შეუწყოს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930