გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება წინამორბედისაგან, ანუ იგივე ჭიჭესაგან განსხვავებით, არც „ლოთია“, არც „კოკაინის მყნოსავი“, არც „მექალთანე“ და არც - „ლუდომანი“, ასე რომ, ახალ ფორმულაზე მოუწევს ჭიჭეს წამუშავება

3-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოჩენილ არასახელმწიფოებრივ პოზიციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


დავით ქართველიშვილი აქცენტს ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით აკეთებს, რომლის მიხედვითაც, თუ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება ქვეყანას, ეს ხალხის დამსახურება იქნება და არა - ხელისუფლების.


„გაივლის ჟამი და ისტორიას შემორჩება ჩვენი პოლიტიკური „გოიმების“ რიგებში ყოველდღიურად აღმოცენებული გიჟური ვერსიები, თუ რა ფორმით თუ ფორმულით უნდა მიენიჭოს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი.


დღეს ამ „მადლიერ“ საქმეში „კუში“ მოხსნა ჭიჭე „დაღმაშენებელმა“. სტატუსის მინიჭება უნდა განვიხილოთ ავანსად, რომელიც არა ხელისუფლებას, არამედ - „ქართველ ხალხს“ მიენიჭაო. და თვალწინ დამიდგა საბჭოური პერიოდი და იმდროინდელი ჯამაგირის გადახდის სისტემა, სადაც თვის დასაწყისში ჯერ ავანსს, ხოლო ბოლოს - ხელფასის დანარჩენ ოდენობას აძლევდნენ დასაქმებულს.


მაგრამ, თუ მუშაკი ან ლოთი იყო, ან მექალთანე, ან იპოდრომზე მოთამაშე „ლუდომანი“ - მისი ოჯახის წევრები მიმართავდნენ „ამხანაგურ სასამართლოს“, რომელსაც შეეძლო ისეთი გადაწყვეტილება გამოეტანა, რომ დასაქმებულისთვის განკუთვნილი თანხა პირდაპირ მისი ოჯახის წევრისთვის, ვთქვათ, ცოლისთვის გადაეცა.


საქართველოს მოქმედი ხელისუფლება თავისი წინამორბედისაგან, ანუ იგივე ჭიჭესაგან განსხვავებით, არც „ლოთია“, არც „კოკაინის მყნოსავი“, არც „მექალთანე“ და არც - „ლუდომანი“, ხოლო ევროკავშირი არც ის საბჭოთა „ამხანაგური სასამართლოა“. ასე რომ, ახალ ფორმულაზე მოუწევს ჭიჭეს წამუშავება, მაგრამ ვერც ერთი მათგანი მის დაქცეულ სტრატეგიას 2024 წლის პარლამენტის შენობასთან ვერ მიიყვანს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930