გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურები შევლენ ექსპლუატაციაში, რაც უპრეცედენტო შედეგი იქნება ბოლო წლების განმავლობაში

6-11-2023

„ჩვენთვის და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რჩება განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, ამიტომ ახლა ვმუშაობთ მხარდაჭერის სქემის ფარგლებში მეორე აუქციონის ჩატარებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საინვესტიციო პროექტები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იყოს ფასის გარანტიებით, რაც ინვესტორებს მისცემს საშუალებას, უფრო ადვილად შეძლონ ფინანსური რესურსების მობილიზება და პროექტების განხორციელება"- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.


მისი ინფორმაციით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კიდევ ორი ენერგეტიკული პროექტი განიხილეს, რომელთა განხორციელებაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში იგეგმება.


„აქედან ერთი პროექტი არის კვლევების დასრულების ფაზაში და მალე გადავა სამშენებლო ეტაპზე, ხოლო მეორე - კვლევების დაწყების ეტაპზე. ზოგადად, ჩვენი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე, 2023 წელს 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრე შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო შედეგი იქნება და მომავალ წლებში ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ - ვისაუბროთ არამხოლოდ პროექტების შეკვრაზე, ფინანსების მოძიებასა და მხარდაჭერის სქემაზე , არამედ უშუალოდ განხორციელებასა და დამატებითი ენერგოპოტენციალის გაჩენაზე ჩვენს ეკონომიკაში" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930