გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - ს მხარდაჭერით, DataFest Tbilisi 2023 - ის მესამე დღე სტრატაპებსა და ინვესტორებს უმასპინძლებს

8-11-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 9-11 ნოემბერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალი DataFest Tbilisi 2023 გაიმართება. ფესტივალის მესამე დღე სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა. DataFest Tbilisi 2023 - ზე მოწვეულია არაერთი ინვესტორი. ფესტივალი იქნება უნიკალური შესაძლებლობა ერთის მხრივ, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, მეორეს მხრივ კი ინვესტორებისთვის, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის საქმიანობის, ინტერესების შესახებ და დაამყარონ ახალი, საქმიანი კავშირები.


11 ნოემბერს ფესტივალი წარმოგიდგენთ 10-ზე მეტი სტარტაპის დამფუძნებლის გამოსვლას, რომლებიც ისაუბრებენ მონაცემებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მათ მიერ შექმნილ პროდუქტებზე. გარდა ამისა, მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპები ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, აუდიტორიას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ. გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება სტარტაპებში, ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენება და სხვა. ამასთანავე, მოეწყობა არაერთი ვორქშოფი.


შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ს ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.datafest.ge/events. ამასთანავე, შესაძლებელია მხოლოდ მესამე დღის ბილეთის შეძენაც.


ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზაციასთან - მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon. წელს ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.


DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.


ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.


პარტნიორები არიან: გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnershi, Impel, Epam, Datamind, Terminal.


მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge, Consortium, Operational Research Institute, Webiz, Socialla.


მედიაპარტნიორები: next.on.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930