8-11-2023
"ოპოზიციის დამწუხრებული სახეები მიუთითებს იმაზე, რომ დღეს მათი პოლიტიკური სამძიმრის დღე იქნება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიცია დამწუხრებულია, ხოლო ქართველ ხალხს უხარია, რომ დღეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დამავშირებით, დიდი ალბათობით, ევროკომისია დადებით დასკვნას დადებს.
"დილიდან საინფორმაციო გამოშვებებში ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებს ვისმენთ. არც სიტყვებით გამოხატავენ დიდ აღფრთოვანებას ევროკომისიის მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე, მათი გამომეტყველება კი ყველაფრის მთქმელია. როგორ ვერ მალავენ ნეგატიურ განწყობას?
ოპოზიციის დამწუხრებული სახეები მიუთითებს იმაზე, რომ დღეს მათი პოლიტიკური სამძიმრის დღე იქნება. ქართველი ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის კი უმნიშვნელოვანესი დღეა - უნდა მივიღოთ მრავალწლიანი შრომის და სამართლიანი ბრძოლის შედეგი!
ჩვენ ეს დავიმსახურეთ!
ნურავინ შეიწუხებთ თავს მოსალოდნელი წარმატების მიწერით, დღევანდელ დღეს უკვე ჰყავს ავტორი - საქართველოს ხელისუფლება" - წერს ჩიბურდანიძე.
16-11-2024
16-11-2024