გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს

8-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია: „ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს. ჩვენი ქვეყნისთვის გაიცა რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მისაღებად.


მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და  წვლილი მიუძღვის დადებითი შეფასების მიღებაში. მადლობას ვუხდი ევროკომისიის წარმომადგენლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მადლობა ქართველ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ სახელისუფლებო გუნდს, განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ ვალდებულებების და რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი შეფასების მისაღებად. 


ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930