გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: მადლობა უწმინდესს ასეთი მკაფიო განცხადებისთვის - საქართველოს ნებისმიერ, შიდა თუ საგარეო წარმატებას ვერავინ მიიწერს, გარდა ქართველი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლებისა!

10-11-2023

ფაქტობრივად, ამ განცხადებით დასრულდა ის ინსინუაცია, რასაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს გარე თუ შიდა მტერი. - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

 

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დროა, ყველამ გაუსწოროს თვალი იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარმატებას ვერავინ მიიწერს ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების გარდა.

 

“მადლობა ჩვენს უწმინდესს, ასეთი მკაფიო განცხადებისათვის.

 

ფაქტობრივად, ამ განცხადებით დასრულდა ის ინსინუაცია, რასაც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს გარე თუ შიდა მტერი.

 

დიახ, დროა აღქმებსა და ინსინუაციებს თავი დაანებოს ყველამ და ფაქტს გაუსწოროს თვალი!

 

ძალისხმევა, რომელიც ხელისფლებამ გასწია, ზურგს ქართველი ხალხის ნება უმაგრებს, ამიტომაც საქართველოს ნებისმიერ, შიდა თუ საგარეო წარმატებას ვერავინ მიიწერს, გარდა ქართველი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლებისა!” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930