13-11-2023
„ძალიან სასიხარულოა, რომ ავიაკომპანია Pegasus-მა გადაწყვიტა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენების ოპერირება კვირაში სამი ფრენის სიხშირით თურქეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სტიმულს მისცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მგზავრთნაკადის ზრდას", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყება.
Pegasus-ი ქუთაისში ოპერირებას 22 დეკემბრიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით დაიწყებს. მარიამ ქვრივიშვილი ამ ფაქტს მორიგ წარმატებას უწოდებს - მისი ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას წინ საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკება უძღვოდა. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, Pegasus-ის ქუთაისის აეროპორტში ოპერირება ასევე ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც, იმერეთის რეგიონს განსაკუთრებით გააძლიერებს.
„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტი - წელს იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეალურად, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საუკეთესო წელი. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში აქ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას ვიხილავთ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
კერძოდ, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეტი პირდაპირი ავიარეისები შედგეს ქვეყნისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებებით - ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ყურის ქვეყნებთან და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |