10-09-2018
რუსული გამოცემა «Свободная пресса» აფხაზეთთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის სრულ დოტაციაზეა და როგორც ავტორი ასკვნის, ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
"მიამიტობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ აფხაზები სულ მუდამ რუსეთზე ფიქრობს, რომელიც, სოხუმელი ობივატელების აზრით, „ბევრს გვპირდება, მაგრამ ცოტას იძლევა“. სოხუმში ბოლო დროს საქართველოსთან კონტაქტების აღდგენაზეც დაიწყეს ლაპარაკი და გაისმის ხმები მის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით დაბრუნებაზეც... თუმცა სინამდვილეში ეს უფრო ერთგვარი შანტაჟის გამოვლენაა რუსეთის მიმართ, რომ მოსკოვს დამატებითი ბონუსები გამოსძალონ ლოიალობის სანაცვლოდ. სხვა საქმეა თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც აფხაზეთს დიდი ხანია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ანკარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მან დაგმო კიდევ სირიის ნაბიჯი აფხაზეთ-სამხრეტ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე, არაოფიციალურად თურქულ-აფხაზური კონტაქტები შენარჩუნებულია. თურქეთი, შავიზღვისპირეთში საკუთარი ინტერესების გაფართოების კვალობაზე, პერსპექტივაში აფხაზეთს, როგორც მინიმუმი, თავის პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს და მზად არის მისი ეკონომიკის ინვესტირებისათვის. კიდევ ერთი ნიუანსი - თურქეთი დაინტერესებულია, რომ იმ მუჰაჯირების შთამომავლები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილურ ცხოვრობენ, აფხაზეთში დაბრუნდნენ - უპირველესად სირიიდან და თვით თურქეთიდანაც. ჯერ კიდევ 2015 წლიდან მუშაობს აფხაზეთში თურქული საქველმოქმედო ფონდი Sadakatasi, რომლის მიზანს მუსლიმი მუჰაჯირების დაბრუნების ხელშეწყობა წარმოადგენს. ალბათ, ეს საკითხი სირიაში რაულ ხაჯიმბას და აწ დაღუპული გენადი გაგულიას ვიზიტის დროსაც განიხილეს და შესაძლოა რაღაც დეტალები ჩუმად თურქეთთანაც იყო შეთანხმებული"-ნათქვამია სტატიაში.