15-11-2023
თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით24-30 ნოემბერსDataBootcamp-ი გაიმართება.
მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით,ისწავლიან იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს.ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.
DataBootcamp-ის პარტნიორია თიბისი. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმისDataBootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას DataAcademy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.
თბილისის DataBootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და DataScience-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი:https://mtr.cool/kvyjrdrmid
პროექტი ჩატარდება თბილისის ტექნოპარკში, მისამართი: ინოვაციების ქ. N7.
16-11-2024
16-11-2024