გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „აგროსკოლაში" სწავლა დაიწყო

16-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „აგროსკოლაში" სწავლა დაიწყო.სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება.


სასწავლო კურსის მიზანია, აგრარული საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩაერთონ.


IX-XII კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, ფერმერთა შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები, ფერმერული მეურნეობის მართვა და მენეჯმენტი,  ღვინის ისტორია და დეგუსტაცია, ქართული ვაზის ჯიშები და ველური ვაზის მოძიების და დაცვის ისტორია საქართველოში, მებოსტნეობა, ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა, აკვაკულტურა და მეთევზეობა, ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ბიომეურნეობა, ნიადგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება, სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, განათლების როლი აგრარულ სექტორში, აგროტურიზმი.


სასწავლო კურსის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, დაგეგმილია საველე გასვლები. ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით ჩაატარებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930