17-11-2023
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომზე ყურადღების გადატანამ შეანელა უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
"ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი", - განუცხადა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებს.
"მე ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო, მათი [დასავლეთის] ფოკუსი იცვლება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |