გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

18-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აკადემიური წრის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით განათლების სისტემაში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ მოსწავლეებში სასკოლო ასაკიდანვე შეუწყოს ხელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი შეხედულებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა:კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური განხორციელება, საერთაშორისოსამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, პლატფორმები, საერთაშორისო კონვენციები და სხვა.


გიორგი ამილახვარი: დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება და ამ მიზნით ისეთი დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო.


ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებსა და სტუდენტებს თავიდანვე ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას და რა მექანიზმები და სამართლებრივი საფუძვლები არებობს ამ მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი განსახილველი თემაც სწორედ ეს გახლავთ - საგანმანათლებლო პროგრამებში, უნივერსიტეტებში და, მათ შორის, სკოლებში აქტიურად დავგეგმოთ ანტიკორუფციული სწავლების მიმართულება.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მთავარი საფუძვლების, საწყისებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ანტიკორუფციულ საკითხების განათლებაში ინტეგრირების შედეგად, გვეყოლება უფრო მომზადებული ახალგაზრდა თაობა, რაც უსაფრთხო, დემოკრატიული და კორუფციისგან დაცლილი ქვეყნის შენების მყარ საფუძველს ქმნის.‘‘


შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმადა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებმა.


შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, პროფესორებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმაკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში განათლების როლზე გაამახვილეს ყურადღება და ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შესაბამის დეკლარაციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30