გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ანეკდოტია… მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს... სტაჟირება 2022 წლიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება“ - გიორგი ჩაკვეტაძე

21-11-2023

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ჩაკვეტაძე პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებს ეხმაურება, რომლის თანახმად ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი პარტია მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს.


გიორგი ჩაკვეტაძე „ლელოს“ ლიდერის განცხადებას ანეკდოტს უწოდებს და ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება:


„ანეკდოტია… მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze-მ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება. შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930