გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილზეა

22-11-2023

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილს იკავებს.


სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.


ინდექსი წარმოაჩენს მიღწეულ წარმატებას და გამოავლენს არსებულ ხარვეზებს რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.


2021 წლის შედეგებით ონის მუნიციპალიტეტი 42-ე ადგილს იკავებდა.


აღნიშნულ შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტმა „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“, რომელსაც კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი - CTC ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვიათერბის ასოციაციასთან ერთად ახორციელებდა.


ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი: http://www.lsgindex.org

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930