გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
SEDM-ის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა

23-11-2023

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა.


მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა.


ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტზე, რომელსაც 2022 წელს მოეწერა ხელი. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში რუმინული მხარის მონაწილეობაზეც იმსჯელეს.


საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) რუმინელი დამკვირვებლების მონაწილეობისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი სამხედროების ჩართულობის საკითხებს.


ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930