გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ახალ მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, ანუ, როგორ გავხსნათ მეორე ფრონტი, გავანადგუროთ ქვეყანა და საბოლოოდ ჩავაბაროთ რუსეთს

24-11-2023

მიხეილ სააკაშვილის ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს და მის გეგმებს ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას აქვთ.


„სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ახალ, მრავალპუნქტიან მანიფესტს წარმოგვიდგენს მის ბიძასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, ანუ, როგორ გავხსნათ მეორე ფრონტი, გავანადგუროთ ქვეყანა და საბოლოოდ ჩავაბაროთ რუსეთს. ამ მანიფესტზე მიშას აღარ დასჭირდება ოპოზიციაზე მოწოდება ხელის მოსაწერად, რადგან ოპოზიციას ამაზე ხელი დიდი ხანია მოწერილი აქვს. თემურ ალასანიას მიერ ოკუპირებული ტერიტორიების იარაღით დაბრუნების შემოთავაზება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ომის პარტიის წევრები საქართველოს საომრად ამზადებდნენ და ეს გეგმა დღის წესრიგიდან სამწუხაროდ დღესაც არ მოხსნილა.


სწორედ ამისთვის შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში და დღესაც ამის იმედად ცდილობენ მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას. თუკი ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა. სწორედ ამიტომ, კარგად გამოსაძიებელია 2008 წლის ომიც და ახლანდელი დაჟინებული ომის მოთხოვნაც,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930