27-11-2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი AncientVines (უძველესი ვაზი) მოამზადა. სიუჟეტი CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გავიდა.
22 წუთიან სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.
გადაღებები ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“ მიმდინარეობდა, სიუჟეტში ქართულ სამზარეულოზე შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის,სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში, იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში.
ლინკი: https://www.cbsnews.com/news/georgia-ancient-wine-techniques-restoring-grape-varieties-60-minutes-transcript/?ftag=CNM-00-10aab5j&linkId=251076215&fbclid=IwAR1S74c-WMLrMOiKCuHOXKMAhZprhPO-4C7hHCnb4lN_44OwhD8USP71KpY
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |