გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავა: არ შეიძლება ჩვენ ყველაფერზე წავიდეთ ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, გამოდის, რომ ვერსადაც ვერ შევალთ

28-11-2023

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 9 რეკომენდაციის შესრულების მექანიზმზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ და განაცხადა, რომ მოთხოვნების იმპლემენტაციისათვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფები.


„ეს არის პროცესი... როგორც ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფები 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად, ისევე შეიქმნება ჯგუფები, რომელშიც ვიმუშავებთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში.


ეს არის პროცესი და გაწევრიანება ხვალვე არ ხდება. არარეალურია განცხადება - ხვალვე ევროკავშირში გვინდა, ვინაიდან ამას იმდენი სამართლებრივი საკითხი სდევს თან, რომ ჩვენ „გვინდა“ უცებ ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გააგრძელოს სწორი მიმართულებით სვლა - ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტის, ისტორიის, საკუთარი უფლებების დაცვით.


ჩვენ ჩვენი ინტერესი ევროპასთან მიახლოებასთან ერთად, არ უნდა დავკარგოთ. არ შეიძლება ჩვენ ყველაფერზე წავიდეთ ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, გამოდის, რომ ვერსადაც ვერ შევალთ,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930