გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი: 2014-2023 წლების განმავლობაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებისთვის გამოყოფილი დაფინანსება ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტია

28-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგები გააცნო.


როგორც მინისტრმა განაცხადა, განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაფუძნდა. მისი თქმით, ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ.


გიორგი ამილახვარი: „განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე უკვე 1200-მდე სტიპენდიატი ჰყავს.დაარსებიდან დღემდე ცენტრის სტიპენდიატები სწავლობდნენ ან სწავლობენ 30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.


აღსანიშნავია, რომ ცენტრის ბიუჯეტი ყოველ წელიწადს იზრდება და 2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ყოველწლიურად იზრდება სასტიპენდიო პროგრამების რიცხვი და ამჟამად ცენტრი, სახელმწიფო დაფინანსებითა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით,14 სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს‘‘.


მინისტრის თქმით, 2023 წელს განხორციელებული პროგრამების ფარგლებში დღეისათვის გაცემულია 179 სტიპენდია. აღნიშნული რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკურსი სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930