29-11-2023
მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს "ნაცმოძრაობაში" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო დროს განვითარებული პროცესები და შიდა დაპირისპირება პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.
"გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო "ნაცმოძრაობის" წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება "ნაცმოძრაობის" შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი - "ნაცმოძრაობა" ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება "ნაცმოძრაობის" შიგნით" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |