გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში

29-11-2023

რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ NPR-ის ეთერში განაცხადა.


„უკრაინული სცენარი ზუსტი ასლია იმისა, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, მას მარტო ვებრძოდით. დიახ, გვქონდა დასავლეთის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ სამი თვის შემდეგ რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი ინტერესები - რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? თუ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, რატომ უნდა დაიზიანო საკუთარი თავი?“ - აღნიშნა სამხარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728