გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სასამართლომ ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

12-09-2018

ახალციხის მერიის სამ თანამშრომელს სასამართლომ სამსახურეობრივი გულგრილობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.


სასამართლო დარბაზში პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა ბრალდებულებისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. მერიის თანამშრომლებმა კი სასამართლოსთან 2000 - 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის შეფარდებაზე იშუამდგომლეს.

 

სასამართლომ სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000 – 3 000 ლარი დააკისრა.

 

პროექტი, რის გამოც მერიის თანამშრომლები გაასამართლეს, 2015 წელს ახალციხის სამ სოფელში ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო პროექტს ეხებოდა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა არასათანადოდ შეასრულეს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა.


qartuliazri.reportiori.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031