გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში განათლების რეფორმის პეზენტაციის წარდგენა მოხდება.


მისივე თქმით, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაანთლების სექტორს მინიმუმ ორნიშნა ციფრი უნდა ჰქონდეს.


ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.


„უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობს განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყებას. ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს არის ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. თქვენ იცით ჩემი და ჩვენი მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში გაანთლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვში. ეს იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი რეფორმა. ეს არის პირველი ფაზა, შესაბამისად, მე მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ აქტიური ჩართულობა ჰქონდეს. ეს არის ის რეფორმა, რომელიც საქართველოს მოუტანს წარმატებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ყველა იმ ჩანაფიქრს, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930