2-12-2023
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა კონტრტერორიზმის საკითხებში ქართული მხარის მონაწილეობაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში მოყვანილ შეფასებებზე გააკეთა კომენტარი.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიიტანა ვენოკი ნაციონალური მოძრაობის პანაშვიდზე.“
მისი თქმით, პრაქტიკულად დადასტურდა ოპოზიციის მავნებლობა ქვეყნის წინაშე.
„პრაქტიკულად დადასტურდა ის, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობის ტყუილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან დადასტურდა, თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა ვასალური, აშშ-სთან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.