გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: კანაფის წარმოება მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, რათა კანონსაწინააღმდეგო პროცესების თავიდან არიდება მოხდეს

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის მკაცრ ჩარჩოებს შექმნის.


მისივე თქმით, დაისჯებიან ის ადამიანებიც, ვინც მარიხუანის მოხმარებას პოპულარიზაციას გაუწევენ.


ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართლადარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ, რომ მე დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის, შესაბამისად, ახალი კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელიც განიხილება დღეს მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს.


კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დარეგულირდება მოხმარება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეს რეგულაციები შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელებს. მოზარდების მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენიგან დასაცავად დაისჯებიან ამავე დროს ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, რომ მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. გამკაცრდება სანქცია მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის.


რაც შეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას ექსპორტზე გატანისთვის, ესაა რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც, ამავე დროს იქნება მკაცრად რეგლამენტირებული, რათა თავიდან იქნეს არიდებული კანონსაწინააღმდეგო პროცესი“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930