3-12-2023
ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა – ხელისუფლებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომე ზურაბიშვილმა გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა?
მისივე თქმით, ყველაფრიდან ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ბოლომდე არ მიიყვანს, სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში. „სალომეადა სალომე ზურაბიშვილის „საქმენი საგმირონის“ არასრული სია:
ბოლო, მე-10 პუნქტზე შევჩერდეთ და ვნახოთ, რის მიღწევას ცდილობს მადამ პრეზიდენტი. დავიწყოთ იმით, რომ ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. თანაც, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომემ გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა? ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა – ხელისუფლებას. რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფებთან (ჟურნალისტეთან, მეცნიერებთა, ხელოვნების მუშაკებთან სტუდენტებთან, არასამთავროებთან და სხვებთან) შეხვედრებს, აქაც თვალნათლივ ჩანს, რომ ამ შეხვედრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი საქვეყნო საქმეებისთვის კი არა, მხოლოდ სალომეს პიარისა და პოლიტიკაში თავისი გუნდის შექმნისთვის იხარჯება.
გვახსენდება სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პარტიული მიზნებისთვის დახარჯული თანხები, რომელიც მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გაასაჯაროვა და პროკურატურაშიც გადააგზავნა, რადგან არამიზნობრივი იყო სააკაშვილის წიგნის დაბეჭდვისთვის, პარტიული დროშების დამზადებისთვის, პარტიული აქტივისტების შეხვედრებისთვის და სხვა პარტიული მიზნებისთვის სააკაშვილის მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრები.
სწორედ ამის გამო შურისძიებას შეეწირა მაშინ სულხან მოლაშვილის ჯერ თავისუფლება, შემდეგ ჯანმრთელობა და ბოლოს, სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ არათუ მაშინ, არამედ დღემდეც არ გამხდარა ეს გამოძიებისა და სააკაშვილისთვის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის გამო ბრალის წარდგენის საფუძველი. დღესაც არავის ინტერესდება, რამდენად მიზნობრივია სალომეს მხრიდან ბიუჯეტის ფულის ხარჯვა მომხრეების ძებნის მიზნით ასეულობით ადამიანთან „ფართების“ ორგანიზებისთვის. რაც შეეხება იმას, რომ სალომე აპირებს თავის გარშემო „შუას“ შეგროვებას (რაც ხაზარაძემ მიზნად გამოაცხადა), ეს იმდენად აშკარაა, რომ დავა იმაზე კი აღარ მიდის, მოხდება თუ არა ეს, არამედ იმაზე, რომელ პარტიას აირჩევს ქოლგად სალომე, რადგან საკუთარი პარტია არ გააჩნია. ერთნი ამბობენ, რომ რადიკალების საპირწონე, ვითომ დავარცხნილ კოალიციას ის შექმნის გახარიასთან, იაგო-გირჩთან, ლომჯარიასთან, ალეკო ელისაშვილთან და სხვებთან, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ის შეიძლება „ლელოს“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს. სალომემ დაინახა, რომ „არც ნაცი, არც ქოცი“ ამომრჩევლის რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია და ამ ნიშის დაკავებას ცდილობს.
ამ მცდელობაში მას სხვებთან შედარებით ის უპირატესობა გააჩნია, რომ საქართველოში მისი ურეიტინგობის კომპენსაცია შეუძლია მოახდინოს უცხოეთში რაღაც პოზიციების დაფიქსირებით. მოკლედ, ყველაფრიდან ჩანს, რომ მადამ პრეზიდენტის უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ის ბოლომდე არ მიიყვანს და სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
1-11-2024
1-11-2024