გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო  რეგიონში ლიდერია

12-09-2018

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯს შეხვდა, რომელთანაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა: კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყანაში შექმნილი მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე, კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.​​

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და GOPAC მზად არის საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას. მან, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს  საელჩოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას. აკაას მაჰარაჯი მომხსენებლად არის მიწვეული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. ​

 

საქართველოს ელჩმა თქვა, რომ საქართველოში კორუფციის დაბალ  მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში. ამასთან, მისი განცხადებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია და ეფექტური მმართველობის კუთხითაც ლიდერია, რისი დასტურიც არის  ის ფაქტი, რომ უკვე ერთი წელია საქართველო დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაა და უახლოეს მომავალში თავმჯდომარეობას კანადას გადააბარებს.

 

GOPAC  2002 წელს კანადის დედაქალაქ ოტავაში დაფუძნდა, როგორც პარლამენტარების გლობალური ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობების ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე და გაზარდოს პარლამენტების როლი შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, წაახალისოს ერთობლივი ბრძოლა ფულის გათეთრებისა და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების წინააღმდეგ. GOPAC-ის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს 62 ქვეყანაში მოქმედებს. ეს ორგანიზაცია გაეროსა და ევროპის საბჭოს ასოცირებული წევრია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930