4-12-2023
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |