გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ციფრები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მიერ გამოქვეყნეულ მონაცემებს გამოეხმაურა.


პრემიერის თქმით, მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მტავრობა ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.


„მოგეხსენებათ გვაქვს დადებითი ტენდენციები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. 2018 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულამ მიაღწია 390 მლნ აშშ დოლარს, რაც წინა წელთან შედარებით 9.5 %ით მეტია. ასევე გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და შეადგინა თითქმის 180 ათასი მლნ აშშ დოლარი. ეს ციფრები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში გარკვეულ ეკონომიკურ ტურბულენტობას, რომ ინვესტორებს აქვთ ასეთი რწმენა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება.
ასევე მინდა შევეხო იმ სტატისტიკას, რომელიც უკავშირდება მშენებლობის სექტორს. იცით, რომ ან ნაწილში ჩვენ გავქვს გარკვეული შემცირება. ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მშენებლობის სექტორში იქნება დამატებითი ინვესტიციები მოზიდული.
სასიხარულოა, რო გაზრდილია ინვესტიციები რეალურ სექტორში, რადგან ესაა სწორედ ის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.


ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკური-სტრუქტურული გაჯანსაღებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930