გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება

5-12-2023

უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევით ვიმყოფებით უნგრეთში, დღეს ვიწყებთ სამუშაო ვიზიტს, შევხვდებით თავად ვიცე-პრემიერს, პარლამენტის თანამდებობის პირებს, ასევე გვექნება შეხვედრა ევროპულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, პარტნიორი პარტიის ხელმძღვანელებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანი არის ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.


„კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე უნგრეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა ერთად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან, რათა ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას, ამ თემაზეც გვექნება საუბარი ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, უნგრეთი არის საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.


„ეს ყველასთვის არის აბსოლუტურად ცხადი და ნათელი, ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს უნგრელ კოლეგებთან. ზოგადად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები. როდესაც თანამშრომლობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ დროს პერსპექტივაც არის განსაკუთრებულად ძლიერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930