გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: "ნაცსექტის" საამებლად პრემიერობიდან გაქცეული გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ადამიანს, რომლებიც ქვეყნის ხარჯზე მდიდრდებიან - ხელფასებში თანაპარტიელებისა და ოფისების მფლობელების ქირაში შარლატანმა გახარიამ რა უნდა თქვას წონადი?

6-12-2023

პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. "ლელოს" კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო "მუქარის წერილს" აფრიალდებდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას იმ განცხადების საპასუხოდ წერს, რომლის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა ზეპირად იცის იმ ოჯახების ვინაობა, ვის ჯიბეშიც გაზრდილი ეკონომიკა მიდის.


აბაშიძე, გახარიას ტრაგიკომიკურ პერსონაჟს უწოდებს და აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, როცა ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აღნიშნულ თემაზე რეაგირება არ მოუხდენია, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, საქართველო მისთვის კორუმპირებულ და ოლიგარქიულ ქვეყნად გადაიქცა.

"პარადოქსია და მოღალატე გიორგი გახარიას მარგინალური პოლიტიკური აქტივობა დაემსგავსა თაღლითი მამუკა ხაზარაძისას. "ლელოს" კანტორის თავკაცი თავის დროზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გახარიას წინააღმდეგ რაღაც სასაცილო "მუქარის წერილს" აფრიალდებდა.


ნაცსექტის საამებლად პრემიერობიდან გაქცეული გიორგი გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ადამიანს, რომლებიც საქართველოს ხარჯზე მდიდრდებიან.


ხელფასებში თანაპარტიელებისა და ოფისების მფლობელების ქირაში შარლატანმა გახარიამ რა უნდა თქვას ისეთი, რაც წონადი იქნება? ვერც ვერაფერი, ჩვეულებრივი დამბოლებელია.


ტრაგიკომიკური პერსონაჟი, სახელად გიორგი გახარია, წლების განმავლობაში ხელისუფლების მაღალ თანამდებობებს იკავებდა და ხმას არ იღებდა თუ ამგვარი მანკიერებები არსებობდა, პრემიერობიდან მოკურცხვლის შემდეგ კი, თურმე მაშინ "გახდა საქართველო კორუმპირებული და რუსულ-ოლიგარქიული".

ძალიან საღადაოა გახარიას თითოეული ამგვარი მუქარა-დაპირება. “ქართულ ჯიგრულ პონტში” უცებ გამდიდრებულ მის ახლო გარემოცვას "მოკითხვა" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031