გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ალიევის განცხადება, რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება აზერბაიჯანის ახლო მეგობარი, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც ლიდერი სახელმწიფოსი კავკასიაში და უსაფრთხოების გარანტორისა მსოფლიოში!

7-12-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს თანამედროვე გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მიმოიხილავს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, საქართველო, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, რეგიონში ლიდერი ქვეყნის სტატუსს ატარებს.


„რა განსხვავებაა გეოლოკაციასა და გეოპოლიტიკურ ლოკაციას შორის?!


გეოლოკაციაა, როდესაც 2012 წელს საქართველო იყო:


უბრaლოდ, ტრანზიტული ქვეყანა მეზობლებისთვის;


ბენეფიციარი სახელმწიფო დონორი ქვეყნებისთვის, რომლებიც კავკასიით არიან დაინტერესებული;


გლობალური პოლიტკონიუნქტურის გამტარებელი რეგიონში, როგორც სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრზე დამოკიდებული სახელმწიფო.


გეოპოლიტიკური ლოკაციაა, როდესაც საქართველო 2023 წელს წარმოადგენს:


ევროპა-აზიის უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინსა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივას;


კავკასიაში უსაფრთხოების გასაღებს, როგორც თურქეთის პრეზიდენტმა უწოდა;


სუვერენულ სახელმწიფოს, საკუთარი ეროვნული ინტერესებითა და პოლიტიკური მისწრაფებებით, რომელიც ხელშეუხებელია ყველასთვის და ვერავინ მოახდენს რევიზიას გლობალური პოლიტკონიუნქტურითა და სტრატეგიული პარტნიორობის ხათრით;


კავკასიისთვის ლიდერ ქვეყანას, სადაც დაპირისპირებული მხარეები (აზერბაიჯან-სომხეთი) სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ და ევროკავშირთან ყველაზე ახლოს მყოფ სახელმწიფოს, რომლის დაცვისა და მხარდაჭერის იმედი აქვს აზერბაიჯანს.


ალიევის გუშინდელი განცხადება, რომ ევროკავშირში მყოფი საქართველო იქნება აზერბაიჯანის ახლო მეგობარი, რომელიც მას დაიცავს, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარებაა, როგორც ლიდერი სახელმწიფოსი კავკასიაში და ერთ-ერთი რთული რეგიონის უსაფრთხოების გარანტორისა მსოფლიოში!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930