გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ნიდერლანდების სავაჭრო მისიის მიერ გამართულ სემინარს დაესწრნენ

8-12-2023

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე,სამსახურის თანამშრომლებთან და სახელმწიფო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ სემინარს: ''მებაღეობის განვითარება საქართველოში''. შეხვედრის მასპინძელი საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი იყო.


აღნიშნული სემინარის გამართვის ინიციატორი, ნიდერლანდების რეგიონული სავაჭრო მისია გახლდათ, რომელიც სომხეთის შემდეგ, საქართველოს ეწვია.


გაიმართა საინტერესო შეხვედრები სტუმრებთან. ჰოლანდიური კომპანიის, ''ჰოლანდორის'' პარტნიორმა და რეგიონული მიმართულებით პროექტების კონსულტანტმა, ჯოს ლიიტერსმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031