გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: წელიწადნახევრის წინ ევროსაბჭომ „ტრიოს“ ფორმატის მიუხედავად, საქართველო უსამართლოდ ცალკე გამოყო.;წელსაც ევროპული საბჭოს ხელშია ჩვენთვის, „ტრიოსგან“ დამოუკიდებლად, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი

8-12-2023

„პრაქტიკულად ჩვენი ხელისუფლების პირობებში, „ხალხის ძალის“ მხრიდან საზოგადოების ინფორმირებულობით, პრაგმატული ნაბიჯებით, ჩვენ მივიყვანეთ საქმე იქამდე, რომ ერთ კვირაში, მაღალი ალბათობით, გავიფორმებთ კანდიდატის სტატუსს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით მოახლოებულ თარიღს - 15 დეკემბერს.


როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ევროინტერგაციის გზაზე საქართველოს ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აქვს.


„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს, ერთი, რომ თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის უნგრეთის მოლაპარაკებები ევროკავშირთან რაიმე ფორმით ხელს უშლის საქართველოს, არის პირდაპირი სპეკულაცია და მეორე, იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის დიდი უმრავლესობა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, არღვევს საქართველოს პარლამენტის წევრის ფიცს, სადაც მათ დაიფიცეს, რომ იქნებიან საქართველოს ერთგულები და იმსახურებენ ქვეყნის სასიკეთოდ. ჩვენ კი რას ვხედავთ - როდესაც შარშან უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ამაზე ამბობდნენ, რომ დამსახურებულად არ მოგვცეს და მადლობას უხდიდნენ ევროპას; როდესაც ახლა წყდებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემის საკითხი, ითხოვდნენ, რომ არ მიეცათ ქვეყნისთვის დადებითი რეკომენდაცია; ახლა კი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უნგრეთი, რომელიც არის ჩვენი ყველაზედ ხმამაღალი და საჯარო მხარდამჭერი და ასეთად რჩება, დაადანაშაულონ [ხელისშეშლაში]. ეს არის ხალხი, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ე.წ. „ტრიოს" ფორმატი არის ევროპული საბჭოს ხელში და მისი გადასაწყვეტია, გამოასწორებენ თუ არა შეცდომას, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაუშვეს.


„პირდაპირ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს ე.წ. „ტრიოს" ფორმატი არის ევროპული საბჭოს ხელში. წელიწადნახევრის წინ ევროსაბჭომ ხომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიანობაში უნდა მოექცია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს საკითხები, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო უსამართლოდ ცალკე გამოყო. ამაზეა საუბარი, უნგრეთი-ევროკავშირის შეთანხმება იმედი გვაქვს იქნება პოზიტიური, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში. მაგრამ ნომერ პირველი რაც გვაინტერესებს, ეს არის საკითხი საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გვაქვს მაღალი მოლოდინი მხარდაჭერის, პირველი რიგში უნგრეთიდან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930