გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ეგ დროშა ხელისუფლებამ შეგაკერვინათ; თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით

10-12-2023

„ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა“, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დღეს თბილისში გამართულ მსვლელობას. მისი აზრით, საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით, განსაზღვრულია.


„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის გაპიარებისთვის დასავლეთის მედიასაშუალებებში კოლოსალურ თანხას დახარჯავდნენ ოპოზიციის ოლიგარქები და მათი ლობისტები უცხოეთში. რა ქნან, აღარ იციან, როგორ ცდილობენ, რომ არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში სტატუსის მოპოვების საკითხში. მინდა მივმართო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის დროშას ამაყად აფრიალებდნენ - ეგ დროშა ხელისუფლებამ შეგაკერვინათ.


თქვენს ლიდერებს რომ თავისი გაეტანათ და სტატუსი დაებლოკათ, ევროკავშირის დროშას ვეღარ ააფრიალებდით. რაც შეეხება იმას, რომ ევროპაში ჯერ კიდეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და თქვენი დროშის ფრიალი რაიმეს გადაწყვეტს, სულ მცირე, პოლიტიკას ამოფარებული სიცრუეა. იქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და საქართველოს მომავალიც ჭკვიანი ხალხის დამსახურებით, განსაზღვრულია," - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728