გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: უკრაინაში მეორე დღეა შეფერხებები აქვს ქვეყნის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ "Киевстар"-ს, რის გამოც სატელეფონო კოლაფსთან ერთად გაჩერებულია ბანკომატების მუშაობა, გათიშულია საჰაერო განგაშის შეტყობინების სისტემა

13-12-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის საკომუნიკაციო სისტემებში ბოლო დღეებში შექმნილ კრიზისზე წერს და სვამს კითხვას, იმ ფონზე, როდესაც გარკვეული ძალები საქართველოს მოუწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, რამდენად დაცულია საქართველოს საკომუნიკაციო სისტემები მსგავსი კოლაფსისგან.


"უკრაინაში მეორე დღეა შეფერხებები აქვს ქვეყნის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ "Киевстар"-ს, რის გამოც სატელეფონო კოლაფსთან ერთად გაჩერებულია ბანკომატების მუშაობა, გათიშულია საჰაერო განგაშის შეტყობინების სისტემები, ღამის განათების ავტომატურად ჩართვა/გამორთვა და ა.შ. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მისცა ამას "ჰაკერული თავდასხმისა" და კიბერდანაშაულის კვალიფიკაცია, რაშიც ცალსახად რუსეთი დაადანაშაულა. ეს არის თანამედროვე ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ტაქტიკური ნაირსახეობა.


ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე უკვე ტოვებენ კიევს. როდესაც საქართველოს კვლავინდებურად გვიბიძგებენ "დასუსტებული" რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გააქტიურებისაკენ, მოსკოვის მხრიდან ომის "ხელოვნებაში" მრავალფეროვნების ელემენტების შეტანაც უნდა გვესმოდეს ერთადერთი მიზნით - რამდენად დაცულია ჩვენი საკომუნიკაციო სისტემები მსგავსი შეტევებისაგან," - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930