გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი UNDP-ის კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურ დირექტორს შეხვდა

13-12-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP-28) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურ დირექტორს, კესი ფლინს შეხვდა.


შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით.


„გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა არსებითად ღირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად და 2030 წლისთვისმდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით,საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა- დამტკიცდა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია, გვაქვს პროგრესი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შესრულებაში. ჩვენ გვაქვს სურვილი მომავალშიც გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან  გაეროს განვითარების პროგრამასა და კლიმატის მწვანე ფონდთან კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვის, ასევე, განათლების სექტორში კლიმატგონივრული მიდგომების შემოტანის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


შეხვედრაზესაუბარი შეეხო კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის და შვედეთის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

UNDP-ის კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურმა დირექტორმა, კესი ფლინმაშეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები გამორჩეულია.


„ქვეყანას აქვს განსაზღვრული პოლიტიკა და ხედვა, ამასთან სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულებისთვის პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა დაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობა“, - აღნიშნა კეისი ფლინმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930